Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნალჩიკში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა


ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკის იპოდრომზე დღეს აფეთქება მოხდა, რასაც 1 ადამიანის ემსხვერპლა. 23 პირი დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაღუპული 104 წლის ომის ვეტერანი, საიდლი შიბზუხოვია - ის აფეთქებისას მიღებული მძიმე ტრავმებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. რადიო „თავისუფლების“ რუსული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, მოქმედებაში მოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სიმძლავრით 5 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. მოწყობილობა იპოდრომის ცენტრალური შესასვლელის სახურავზე იყო დამონტაჟებული. საავადმყოფოში მოხვედრილ დაჭრილებს შორის არიან რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, რუსლან ფიროვი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ხაშიმ შოგენოვი. აფეთქება რესპუბლიკის ხელმძღვანელობის იპოდრომზე მისვლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
XS
SM
MD
LG