Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტის ვაჟის ირგვლივ გამოძიება დაიწყო


ყირგიზეთის დამხობილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის ვაჟის, მაქსიმ ბაკიევის სახელს უკავშირებენ კორუფციულ გარიგებას, რომელიც ეხება ქვეყანაში მოქმედი აშშ-ის საჰაერო ბაზისთვის საწვავის მიწოდებას. ადგილობრივ მედიაში გავრცელდა პროკურორების განცხადება - რომ საჰაერო ბაზის მომმარაგებლები საწვავს ყიდულობდნენ ყირგიზული კომპანიებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, საწვავის შესყიდვას რუსეთში ახორციელებდნენ. ყირგიზული ფირმების მფლობელი მაქსიმი იყო და გამომძიებლები აცხადებენ, რომ ამ კომპანიებს მამამისი გამარტივებულ საიმპორტო გადასახადებს უწესებდა. ყურმანბეკ ბაკიევის მთავრობას ფულის გათეთრებაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. დაწყებულია რამდენიმე გამოძიება.
XS
SM
MD
LG