Accessibility links

კლინტონი: ახლო აღმოსავლეთში არაპირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკება მალე განახლდება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის არაპირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკება მომავალ კვირაში განახლდება. კლინტონის თქმით, პროცესის დაწყებას რეგიონში აშშ-ს საგანგებო წარგზავნილი, ჯორჯ მიჩელი უხელმძღვანელებს. სამშვიდობო მოლაპარაკება მარტში შეწყდა, ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი დასახლებების მშენებლობის შესახებ ისრაელის გეგმის ირგვლივ პალესტინელების პროტესტის გამო.
XS
SM
MD
LG