Accessibility links

ქურთმა მეამბოხეებმა თურქეთში 4 ჯარისკაცი მოკლეს


ოფიციალური ცნობებით, წუხელ თურქეთის აღმოსავლეთში სამხედრო საგუშაგოზე ქურთმა მეამბოხეებმა მიიტანეს იერიში, რასაც 4 ჯარისკაცის დაღუპვა და სულ მცირე 7-ის დაჭრა მოჰყვა. თავდასხმა ტუნჩელის პროვინციაში, ქალაქ ნაზიმიესთან ახლოს მოხდა. დაღუპულებს შორის არის საგუშაგოს ხელმძღვანელი. ოფიციალური პირები თავდასხმაში ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეებს ადანაშაულებენ. მას შემდეგ, რაც 1984 წელს სეპარატისტმა მეამბოხეებმა თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა დაიწყეს, კონფლიქტს 40,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG