Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკის მერი: მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული


ნიუ-იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა დაადასტურა, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ტაიმს სკვერზე მდგარ საეჭვო მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. პოლიციამ მოწყობილობა შაბათ საღამოს აღმოაჩინა. მათ მიმდებარე ქუჩებიდან ხალხი გაიყვანეს და ასაფეთქებელი დანადგარი გააუვნებელყვეს. ბლუმბერგის თქმით, ქალაქმა „შესაძლო საზარელი ინციდენტი“ აიცილა თავიდან. მისი განცხადებით, მოწყობილობა რომ გააქტიურებულიყო, მოხდებოდა მძლავრი აფეთქება და მასშტაბური ხანძარი. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, დევიდ პეიტერსონმა ინციდენტს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მთელი ყურადღება ახლა დამნაშავის დაპატიმრებაზე იქნება კონცენტრირებული.
XS
SM
MD
LG