Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგი ცხინვალიდან სამ გათავისუფლებულთან ერთად დაბრუნდა


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა, თომას ჰამარბერგმა, შეხვედრები გამართა ცხინვალში და იქიდან სამ გათავისუფლებულ პირთან ერთად დაბრუნდა. ჯამლეთ ჯაბრიშვილი, ლევან ბიგანიშვილი და გენადი წითლაური 2009 წლის 31 აგვისტოს ლამისყანის მიმდებარე ტყიდან წაიყვანეს და მას შემდეგ ცხინვალის ციხეში იმყოფებოდნენ. ერგნეთის საგუშაგოსთან შეკრებილ ხალხს ჰამარბერგმა განუცხადა, რომ თავისი ვიზიტის ყველაზე დიდ მიღწევად პროცესის განახლებას მიიჩნევს: „ვფიქრობ, თბილისში და ცხინვალში ჩემი ვიზიტების მთავარი შედეგი ის არის, რომ პროცესი განახლდა - ვინაიდან ის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, გარკვეული დროის განმავლობაში აღარაფერი ხდებოდა. ახლახან თბილისში 6 ადამიანი გაათავისუფლეს; დღეს კი ცხინვალში 3 პირი გამოუშვეს - და დაგვპირდნენ, რომ ერთ კვირაში კიდევ სამს გაათავისუფლებენ. ამდენად, პროცესი განახლდა - და მე ვიმედოვნებ, რომ ყველა მსგავსი შემთხვევის გადაჭრა გახდება შესაძლებელი“ - განაცხადა ჰამარბერგმა. ორშაბათს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თბილისში გამართავს შეხვედრებს. შეგახსენებთ, რომ ცხინვალში 7 უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირს ეძებენ და მათგან სამის გატაცებაში ქართულ სპეცსამსახურებს პირდაპირ სდებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG