Accessibility links

logo-print

ევროს მოქმედების ზონის ქვეყნები საბერძნეთის დახმარებაზე შეთანხმდნენ


ევროპის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა დაამტკიცეს საბერძნეთის დახმარებისთვის განკუთვნილი, 110 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტი. ეს ბრიუსელში გამოაცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ჟან-კლოდ იუნკერმა - რომელიც ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების ჯგუფს ხელმძღვანელობს. ამ 16 ქვეყნის ლიდერები პარასკევს ბრიუსელში შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ სესხების გაცემას. დახმარების პაკეტი სამი წელიწადის განმავლობაში გაიცემა. ამ პაკეტის სანაცვლოდ საბერძნეთის მთავრობამ მომჭირენობისკენ მიმართული მკაცრი ზომები უნდა გაატაროს.
XS
SM
MD
LG