Accessibility links

logo-print

ავღანეთში გაიმართა აქცია ირანში პატიმრების სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ


ავღანეთის ასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ქაბულში, ირანის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში, რომლის დროსაც ცეცხლი წაუკიდეს ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამომსახველ თოჯინას. აქციის მონაწილეები გასულ თვეში ავღანეთში ირანელი პატიმრების სიკვდილით დასჯას აპროტესტებდნენ - ისევე როგორც ირანში მცხოვრები ავღანელი ლტოლვილების მიმართ ცუდად მოპყრობას. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აბდულ მობინმა, რადიო „თავისუფლების“ ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ აქციის მიზანი იყო ავღანელთა სიცოცხლის მნიშვნელობის წარმოჩინება. დემონსტრანტებმა ავღანეთის მთავრობას სიკვდილით დასჯის შემთხვევების წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG