Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკის პოლიცია: თალიბანის განცხადება საფუძველს მოკლებულია


ნიუ-იორკის პოლიციის უფროსის, რაიმონდ კელის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი, რომელიც გაამაგრებდა პაკისტანის თალიბანის განცხადებას, თითქოს ის იდგა ნიუ-იორკის ტაიმს სკვერზე მანქანის აფეთქების მცდელობის მიღმა. უფრო ადრე შეერთებული შტატების მონიტორინგის სამსახურმა, SITE-მ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ტარიკ-ე-თალიბანისგან იყო, აფეთქების მცდელობაზე პასუხისმგებლობას იღებდა. ინტერნეტში განთავსებულ ვიდეოს თანახმად, აფეთქება შურისძიება უნდა ყოფილიყო ალ-ქაიდის ახლახან მოკლული ორი ლიდერის გამო. შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მინისტრ ჯანეტ ნაპოლიტანოს განცხადებით, აღებულია თითის ანაბეჭდები მანქანიდან, რომელშიც ასაფეთქებელ მოწყობილობას შაბათს მიაგნეს. მოწყობილობა არ აფეთქებულა - პოლიციამ მისი გაუვნებელყოფა შესძლო.
XS
SM
MD
LG