Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელდა თალიბთა მოკლულად გამოცხადებული ლიდერის ვიდეო-ჩანაწერი


მედიაში გამოჩნდა 9 წუთიანი ვიდეო, რომელშიც მოკლულად გამოცხადებული პაკისტანის თალიბთა ლიდერი ჰაკიმულა მეჰსუდი ლაპარაკობს. ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის იანვარში ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვისას დაიღუპა. ის აგრეთვე იმუქრება, რომ აშშ მთავარ ქალაქებში თავდასხმები იგეგმება. ვიდეო-ჩანაწერი სავარაუდოდ, 4 აპრილს არის მომზადებული და მასში არ არის ნახსენები ნიუ იორკში, ტაიმს სკვერში აფეთქების მოწყობის გეგმა. მანამდე გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერში პაკისტანის თალიბანი იღებდა პასუხისმგებლობას ნიუ იორკში აფეთქების მოწყობის მცდელობაზე, რომელიც სამართალდამცავებმა აღკვეთეს.
XS
SM
MD
LG