Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს


ნიუ-იორკის პოლიცია აცხადებს, რომ სწავლობს ტაიმს სკვერზე არსებული სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეო-ჩანაწერებს იმისათვის, რომ დააკავონ კაცი, რომელიც მანქანაში ბომბის დამონტაჟებაშია ეჭვმიტანილი. პოლიციის უფროს რაიმონდ კელის განცხადებით, პოლიცია ეძებს “თეთრკანიან კაცს, რომელიც 40 წელს გადაშორებული უნდა იყოს”. სწორედ ის არის ასახული ვიდეო-ჩანაწერებზე შაბათს საღამოს ავტომანქანასთან, რომელზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობაც შაბათს პოლიციამ გააუვნებელყო. კელი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პაკისტანის თალიბანის მონაწილეობას აფეთქების მცდელობაში. ნიუ-იორკის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბომბი რომ ამოქმედებულიყო, როგორც ეს დაგეგმილი იყო, ის საკმაოდ დიდ ტალღას გამოიწვევდა და იქნებოდა მსხვერპლი: “ეს რომ ამოქმედებულიყო, ჩემი შეფასებით, აფეთქების ძლიერი ტალღა მოიტანდა მსხვერპლს. როგორც მითხრეს, თავად ავტომანქანა აფეთქების შედეგად შუაზე გაიპობოდა. ამ არეალში ბევრი ფეხით მოსიარულეა. ასე რომ, დიახ, გაგვიმართლა, რომ არ ამოქმედდა”. შაბათს ტაიმს სკვერზე მდებარე ავტომანქანიდან ამოსული კვამლის შემჩნევისას, პოლიციას შეატყობინეს, რის შემდეგაც პოლიციამ ბომბი გააუვნებელყო. აშშ სახელმწიფო მდივანმა საშინაო უსაფრთხოების საკითხებში ჯანეტ ნაპოლიტანონ განახადა, რომ აღძრულია საქმე “შესაძლო ტერორისტულ თავდასხმაზე”, თუმცა, არ უთქვამს შეიძლებოდა, თუ არა აფეთქების მომზადებაში მონაწილე დაკავშირებული იყოს ალ-ყაიდასთან, ან რომელიმე სხვა დაჯგუფებასთან.
XS
SM
MD
LG