Accessibility links

logo-print

რეპორტიორები უსაზღვრებოდ ”მედიის მტრების” სიას აქვეყნებს


ორგანიზაციამ რეპორტიორები უსაზღვრებოდ მედიის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ”მედიის მტრების” განახლებული სია, რომელშიც შედიან ქვეყნების პრეზიდენტები და მთავრობების მეთაურები, მათ შორის - ჩინეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, აგრეთვე ბელარუსის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები. ”მედიის მტრების” წლევანდელ სიაშია ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი და ავღანეთის თალიბთა ლიდერი მულა ომარი.
XS
SM
MD
LG