Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ელისო ჩაფიძე


ელისო ჩაფიძე, გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი

ელისო ჩაფიძე, გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი

3 მაისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ელისო ჩაფიძე. რა პრობლემებია ქართულ მედიაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, რა სირთულეებს აწყდებიან ჟურნალისტები ინფორმაციის მიღების პროცესში? - სტუდიის სტუმარმა ამ საკითხების ირგვლივ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მედიის თავისუფლებას ეძღვნება, საქართველო ერთი ქულით დაწინაურდა და 196 ქვეყანას შორის 126-ე ადგილზეა, ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ ეს სულაც არ არის სახარბიელო მდგომარეობა და ამბობს, რომ მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველოში მდგომარეობის გამოსწორების ტენდენციები ნაკლებად შეინიშნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკმაოდ გართულებულია საჯარო ინფორმაციის მიღება. ამასთან დაკავშირებით, გაზეთ ”რეზონანსს” არაერთი პროცესი აქვს სასამართლოში წამოწყებული.
XS
SM
MD
LG