Accessibility links

ავღანეთში ნატოს ბაზასთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა


ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში, ნატოს ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანით თავი აიფეთქა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა ერთი მოქალაქე და დაიჭრა კერძო დაცვის ორი თანამშრომელი. ამავე ბაზასთან დეკემბერში იორდანიელმა აგენტმა აიფეთქა თავი. იმ აფეთქების შედეგად აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. დღევანდელ აფეთქებაზე პასუხისმგებლად თავი თალიბანმა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG