Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტი მეზობლებს აკრიტიკებს წყლის საკითხში პოლიტიკის გამო


უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა მეზობელი ქვეყნები გააკრიტიკა იმის გამო, რომ, ქარიმოვის თქმით, წყლის საკითხში თავიანთი პოლიტიკის „შედეგებს“ არ ითვალისწინებენ. ეს შეფასება ქარიმოვმა დღეს გამოთქვა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოსთან, რომელიც უზბეკეთში მართავს თავის ყოველწლიურ შეხვედრას. უზბეკეთი დიდი ხანია აკრიტიკებს ტაჯიკეთის გეგმას, რომელიც დიდი ჰიდროელექტორსადგურის აგებას ითვალისწინებს. ტაჯიკეთი, ცენტრალური აზიის ყველაზე ღარიბი ქვეყანა, იმედოვნებს, რომ როგუნის ელექტროსადგურის მეშვეობით, ელექტროენერგიის ექსპორტს შეძლებს. უზბეკეთი კი შიშობს, რომ დაზარალდება მისი ბამბის მრეწველობა, რომელიც ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან მომდინარე წყლის რესურსებზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG