Accessibility links

logo-print

ინდოეთში სასამართლომ ბომბეის 2008 წლის თავდასხმებისთვის დამნაშავედ სცნო პაკისტანელი მამაკაცი


სასამართლომ ინდოეთში ბომბეის 2008 წლის თავდასხმებში მონაწილეობისთვის დამნაშავედ სცნო პაკისტანელი მამაკაცი, მუჰამად აჯმალ კასაბი. სასამართლომ დაადგინა, რომ კასაბი მონაწილეობდა იერიშებში, რომელთა შედეგადაც 166 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა. კასაბს ბარლად ედება, რომ იყო პაკისტანში დაფუძნებულ ექტრემისტულ ორგანიზაცია "ჰაშკარ-ე-ტაიბას" წარმომადგენელი, რომელმაც სხვა შეიარაღებულ პირებთან ერთად განახორციელა იერიშები ბომბეიში. ის მიჩნეულია ერთადერთ მოიერიშედ, რომელიც გადარჩა. ცხრა თავდამსხმელი მოკლეს. სასამართლომ კასაბი დამნაშავედ სცნო მკვლელობასა და ინდოეთის წინააღმდეგ ომის წარმოებაში, რაც ყველაზე მძიმე ბრალდებები იყო მისი სასამართლო პროცესის დროს. კასაბი ჯერ უარყოფდა ბრალდებებს, შემდეგ აღიარა იერიშებში მონაწილეობა, მოგვიანებით კი უკან წაიღო აღიარება. იუწყებიან ასევე, რომ უდანაშაულოდ სცნეს ინდოეთის ორი მოქალაქე, ბრალდებული იერიშების მომზადების მხარდაჭერაში. ინდოეთმა პაკისტანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყვიტა ბომბეის თავდასხმების შემდეგ და პაკისტანისაგან მოითხოვა ზომების მიღება მის ტერიტორიაზე მოქმედი ექსტრემისტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG