Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საპარლამენტო არჩევნების ბაღდადის შედეგების შესამოწმებლად, ბიულეტენების განმეორებით დათვლას შეუდგნენ


ერაყში საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების ნაწილის - 2,5 მილიონამდე ბიულეტენის - განმეორებით დათვლას შეუდგნენ. საქმე ეხება 7 მარტის არჩევნების შედეგებს ბაღდადში. ხმების განმეორებით, ხელით დათვლა მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ, რომელიც არჩევნების შედეგებს აკრიტიკებს, მისი თქმით, საარჩევნო უბნებში დარღვევების გამო. ნური ალ-მალიკიმ ბიულეტენების განმეორებით დათვლა მოითხოვა მას შემდეგ, რაც, საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იად ალავის პარტიას პარლამენტში ორი მანდატით მეტი ერგო, ვიდრე თვით მალიკის კოალიციას. არც ერთ პარტიას არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის მანდატები მთავრობის შესაქმნელად მოკავშირე ძალების გარეშე. საარჩევნო უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ხელით დავთლის პროცესს, შესაძლოა, ორიდან სამ კვირამდე დასჭირდეს.
XS
SM
MD
LG