Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის განცხადებით, 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება ცინიზმია


არასაპარლამენტო ოპოზიციის და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებმა ნინო ბურჯანაძემ, ეკა ბესელიამ და ლევან გაჩეჩილაძემ დღეს განაცხადეს, რომ 6 მაისს თბილისში საპროტესტო აქციებს და მსვლელობებს გამართავენ. პოლიციის დღედ გამოცხადებული 6 მაისის აღნიშვნას შსს აპირებს აღლუმით, რომლის რეპეტიცია თბილისში კვირას ჩატარდა. თავის მხრივ, ოპოზიცია აპირებს 6 მაისს დილის 10 საათიდან დაიწყოს საპროტესტო მსვლელობა შსს-ს შენობისკენ, საღამოს 5 საათიდან კი - თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ. შეგახსენებთ, რომ სამმართველოს შენობასთან შარშან, ექვს მაისს შეკრებილი მანიფესტანტების წინააღმდეგ პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება ცინიზმია და საზოგადოების პროტესტს უნდა იწვევდეს.
XS
SM
MD
LG