Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონული მედიის აქცია - ”მოგვეცით საჯარო ინფორმაცია!”


პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში 16 რეგიონული გაზეთის პირველ გვერდზე ერთადერთი წინადადება დაიბეჭდა - ”მოგვეცით საჯარო ინფორმაცია!”. ამ ფორმით რეგიონულმა მასმედიამ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოითხოვა. აქციის მონაწილე გაზეთების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონებში დასაქმებული ჟურნალისტებისთვის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მოპოვება და მუდმივად ირღვევა კანონი, რომელიც მისი მიღების წესს განსაზღვრავს. განცხადების ხელმომწერი ჟურნალისტების შეფასებით, საქართველოში საჯარო ინფორმაციის დამალვით განსაკუთრებით შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები და მთავარი პროკურატურა გამოირჩევიან. რეგიონული პრესა მიმართავს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს, საჯარო დაწესებულებების რეალური და არა ფასადური გამჭვირვალობა უზრუნველყონ და დაუყოვნებლივ აღკვეთონ საჯარო მოხელეთა თვითნებობა.
XS
SM
MD
LG