Accessibility links

logo-print

გერმანიის მთავრობამ საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილი 22,4 მილიარდი ევრო დაამტკიცა


გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილი 22,4 მილიარდი ევრო, რაც საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილი საერთაშორისო პაკეტის შემადგენელი ნაწილია. კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობა იმედოვნებს, რომ კანონპროექტს საბერძნეთის დახმარების შესახებ, რომელსაც გერმანელების უმრავლესობა ეწინააღმდეგება, პარასკევს დაამტკიცებს გერმანიის პარლამენტი. საბერძნეთისთვის განკუთვნილი დახმარება სულ 110 მილიარდ ევროს მოიცავს. მის შესახებ გუშინ გაკეთდა განცხადება ევროკავშირის 15 ქვეყნის, კერძოდ, ევროზონის წევრებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. დახმარების მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული საბერძნეთის ვალებით გამოწვეული კრიზისის გავრცელება ევროზონის სხვა, ეკონომიკურად შედარებით სუსტ წევრებზე და ამდენად, თავიდან იქნეს აცილებული საერთო ვალუტის დასუსტება. დახმარების სანაცვლოდ, საბერძნეთის მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად შეკვეცას აპირებს.
XS
SM
MD
LG