Accessibility links

logo-print

ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი, ალექსანდრ მილინკევიჩი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს


ბელორუსიაში ყველაზე ცნობილი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა, ალექსანდრ მილინკევიჩმა განაცხადა, რომ თავის კანდიდატურას წამოაყენებს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მომავალი წლისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ შინაარსის განცხადება მილინკევიჩმა დღეს, მინსკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მილინკევიჩის პარტია „თავისუფლებისათვის“ ბელორუსიაში კანონის შესაბამისად არის რეგისტრირებული, თუმცა დევნა-შევიწროვებას უჩივის. ლუკაშენკა 1994 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. ბოლო, 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე იყო სწორედ მილინკევიჩი, რომელსაც ხმების 6 პროცენტი ერგო.
XS
SM
MD
LG