Accessibility links

logo-print

აშშ-ის წარმომადგენელი თელ-ავივში ჩაფრინდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის საშუამავლოდ


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის საკითხებში, ჯორჯ მიჩელი, დღეს თელ-ავივში ჩაფრინდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაგეგმილ, არაპირდაპირ მოლაპარაკებაში საშუამავლოდ. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ამოს გილადმა ისრაელის რადიოს განუცხადა, რომ არაპირდაპირი მოლაპარაკება ოთხშაბათს დაიწყება. ჯერ არ იყო ნათელი, როდის შეხვდება ამერიკელი დიპლომატი პალესტინელთა წარმომადგენლებს. ობამას სამშვიდობო ძალისხმევამ ახალი იმპულსი შეიძინა, როცა არაბულმა სახელმწიფოებმა შაბათს მხარდაჭერა გამოუცხადეს შუამავლების დახმარებით მოლაპარაკების დაწყებას. ეს, გეგმის მიხედვით, ოთხთვიანი პროცესი მარტში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გადაიდო ისრაელის განცხადების გამო, რომ იერუსალიმთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლების გაფართოებას აპირებს.
XS
SM
MD
LG