Accessibility links

logo-print

პარლამენტი არჩევნებამდე, სავარაუდოდ, ბოლო პლენარულ სხდომას მართავს


პარლამენტი დღეს არჩევნებამდე, სავარაუდოდ, ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს. სხდომაზე 15-მდე საკითხის განხილვაა დაგეგმილი. დაამტკიცებენ კანონში ცვლილებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც პანსიონატში იმყოფებიიან, პენსიის აღდგენას შესახებ. ამის გარდა, მიიღებენ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით, სათამაშო აპარატების მფლობელებს, სამორინეების მსგავსად, სალონების დამუქება მოუწევთ. ხვალვე, დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ კადეტთა კორპუსის აღდგენისა და გარკვეულ პირთა ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტებს. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზევე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას უფლებამოსილება კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პარლამენტი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რიგგარეშე ფორმატით შეიკრიბება, თუმცა კომიტეტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG