Accessibility links

ტაიმს სკვერზე ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს


ნიუ იორკში დააკავეს პიროვნება, რომელიც ტაიმს სკვერზე ტერაქტის მოწყობის მცდელობაშია ბრალდებული. როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, ავტომანქანა, რომელშიც ბომბი იქნება აღმოჩენილი, ერთი კვირის წინ იმ ადამიანმა იყიდა, რომელიც მანამდე პაკისტანში იმყოფებოდა. როგორც ამერიკის შეერთებუილი შტატები იტყობინებოდა, ტერაქტის მცდელობის უკან არ იდგა არ-ყაიდა ან სხვა რომელიმე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია. პოლიციამ ყალბი უწოდა პაკისტანელი თალიბების განცხადებასაც, სადაც ისინი საკუთარ თავზე იღებდნენ ტერაქტის მოწყობის მცდელობას. შაბათს ტაიმს სკვერზე აღმოაჩინეს ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
XS
SM
MD
LG