Accessibility links

logo-print

საქართველოს საბანკო სისტემა IBAN-ის სისტემას მიუერთდა


საქართველოს საბანკო სისტემა IBAN-ის სისტემას მიუერთდა. IBAN საერთაშორისო ფორმატის საბანკო ანგარიშის ნომერია, რომელიც გამოიყენება ქვეყნის შიგნით და გარეთ ფულის გადარიცხვების დროს. მისი გამოყენება ამცირებს გადარიცხვის საკომისიო თანხის ოდენობას, გადარიცხვისათვის საჭირო დროს და რისკებს – მინიმუმამდეა დაყვანილი ანგარიშის ნომრის შეცდომით მითითების ალბათობა. ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის შემდეგ, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის პირველია, რომელმაც ეს სისტემა დანერგა.
XS
SM
MD
LG