Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 მაისი პოლიციის დღედ გამოცხადდა


საქართველოს პოლიციას დღემდე ორი პროფესიული თარიღი ჰქონდა. ”ორივე თარიღი სრული ანაქრონიზმი იყო, რადგან ერთი საბჭოთა მილიციის, მეორე კი საბჭოთა ჩეკას შექმნას აღნიშნავდა” - წერს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი გაზეთ ”24 საათის” დღევანდელ ნომერში. ”ამიტომ გადავწყვიტეთ ახალი დღის შერჩევა. 6 მაისი საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობისთვის სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება. ჯერ ერთი, გიორგობაა და, ამასთან ერთად, ეს არის დღე, როდესაც აჭარა გათავისუფლდა ასლან აბაშიძის რეჟიმისგან.” - აცხადებს ივანე მერაბიშვილი.

6 მაისს საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავს რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანება. მათ შორის “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, “დაიცავი სიცოცხლე”, “7 ნოემბერი”, ასევე “ეროვნულ საბჭო” და ნინო ბურჯანაძის პარტია. სამოქალაქო მოძრაობის “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადებით, 6 მაისის 10-საათიანი აქციის მიზანი პოლიციის აღლუმისთვის ხელის შეშლაა.
XS
SM
MD
LG