Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები იმართება


საბერძნეთში გაფიცვებითა და საპროტესტო აქციებით გამოხატავენ უკმაყოფილებას მთავრობის გეგმის გამო, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას ითვალისწინებს. საჯარო სექტორში დასაქმებულთა დღევანდელი აქციები წინ უსწრებს ოთხშაბათისთვის დანიშნულ გენერალურ გაფიცვას, რომლის მიზეზიცაა უკმაყოფილება მთავრობის დაყაბულებით ხარჯების შეკვეცაზე ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან დახმარების მიღების სანაცვლოდ. ეს დახმარება 110 მილიარდ ევროს (145 მილიარდ დოლარს) მოიცავს. ათენში კომუნისტი დემონსტრანტების ჯგუფი შეიჭრა აკროპოლისის კომპლექსში და გაშალა უზარმაზარი ტრანსპარანტი წარწერით: „ევროპის ხალხებო, აღსდექით“. ორშაბათს კი მასწავლებლების ჯგუფმა შეაჩერა საღამოს საინფორმაციო გამოშვება ტელევიზიაში და სამუშაო ადგილები მოითხოვა. საბერძნეთის მთავრობას სურს, მიმდინარე კვირაში მიაღწიოს ხარჯების შეკვეცისაკენ მიმართული ზომების დამტკიცებას პარლამენტის მიერ.
XS
SM
MD
LG