Accessibility links

logo-print

ირლანდიისა და ბრიტანეთის საჰაერო სივრცეები დროებით ისევ დაიხურა ვულკანური ფერფლით გამოწვეული საფრთხის გამო


ირლანდიისა და ბრიტანეთის საჰაერო სივრცეები დროებით დაიხურა საფრთხის გამო, რომელსაც საჰაერო მიმოსვლას უქმნის ისლანდიის ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის ღრუბელი. ის სამხრეთის მიმართულებით მიიწევს. ირლანდიის ავიაციის უწყებამ დღეს დილას 6 საათით დახურა საჰაერო სივრცე, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ საფრთხე, როგორც ჩანს, მალე აღარ იარსებებს და საჰაერო სივრცე მალე გაიხსნება. ბრიტანეთის ავიაციის უწყებამ კი წუხელ დახურა საჰაერო სივრცე შოტლანდიის სანაპიროსთან მდებარე კუნძულების თავზე. ვარაუდობენ, რომ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა ჩრდილოეთ ირლანდიაზეც გავრცელდება. გასულ თვეში ევროპაში ექვსი დღე იყო შეჩერებული საჰაერო მიმოსვლა ისლანდიაში ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის ღრუბლის გამო. შიშობდნენ, რომ ვულკანური ფერფლი თვითმფრინავების ძრავებს დააზიანებდა.
XS
SM
MD
LG