Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ყირგიზეთში მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმაღლესი რანგის მრჩეველი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, მაიკლ მაკფოლი ბიშკეკში ჩაფრინდა ყირგიზეთის დროებით მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. მაკფოლი დროებითი მთავრობის თავმჯდომარე ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა და, მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, გამოხატა აშშ-ის ადმინისტრაციის მზადყოფნა, დაეხმაროს ყირგიზეთს „დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობასა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში“. ატამბაევის თქმით, ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურია, მაგრამ ბოლო წლებში „ორმაგი სტანდარტების“ აშკარა ნიშნები შეიმჩნეოდა. დროებით მთავრობას ადრე ნათქვამი აქვს, რომ ვაშინგტონი თვალს ხუჭავდა ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყოფილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის დროს, რათა ყირგიზეთში შეენარჩუნებინა მისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო-საჰაერო ბაზა. ვაშინგტონი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG