Accessibility links

logo-print

ქარიშხალმა და წყალდიდობამ აშშ-ის სამ შტატში 30-მდე ადამიანი შეიწირა


აშშ-ის სამხრეთში მდებარე, ტენესის, მისისიპისა და კენტუკის შტატებში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად, მაშველების ინფორმაციით, სულ ცოტა, 29 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო მსხვერპლი ტენესის შტატში. იქ 19 ადამიანი დაიღუპა. გასული კვირის მიწურულის უამინდობით მიყენებული მატერიალური ზარალი ამ შტატებში ათობით მილიონ დოლარად არის შეფასებული.
XS
SM
MD
LG