Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აშშ-ის საელჩოში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას განმარტავენ


როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება საქართველოში აშშ-ის საელჩოსაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამაფრთხილებელ განცხადებას კავშირი არ აქვს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან და დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან. საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეების გამაფრთხილებელ განცხადებებს სისტემატურად აქვეყნებს, რისი მიზანიცაა ინფორმაციის მიწოდება ამათუიმ ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან და საფრთხეებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG