Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში დღეს წინასაარჩევნო კამპანია სრულდება


ბრიტანეთის მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერები დღეს საარჩევნო კამპნიას დაასრულებენ. ხუთშაბათს იქ საპარლამენტო არჩევნები იმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების ბოლო მონაცემებით, პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობა ახლოს არის ერთმანეთთან. ოპოზიციური კონსერვატორთა პარტია ლიდერობს ლეიბორისტებთან და ლიბერალ-დემოკრატებთან შედარებით. ექსპერტთა ვარაუდით, შეუძლებელია არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება და არ არის ნათელი შეძლებს, თუ არა რომელიმე პარტია პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას. პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი აცხადებს, რომ, თუკი ლეიბორისტული პარტია დამარცხდება, ის იღებს ”სრულ პასუხისმგებლობას”.
XS
SM
MD
LG