Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი თვლის, რომ ირანი ნებისმიერ სანქციას გაუძლებს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ ირანი შეძლებს გაუძლოს გაეროს მიერ დაწესებულ ნებისმიერ სანქციას და აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან ზეწოლას ირანის ბირთვული პროგრამის გამო. გუშინ ნიუ იორკში გამოსვლისას მან განაცხადა: ”მართალია, ჩვენ არ მივესალმებით სანქციებს, მაგრამ არც გვეშინია მათი. გვჯერა და ვფიქრობთ, რომ ამ სანქციებით აშშ-ს მთავრობა უფრო დაზარალდება, ვიდრე ჩვენ”. აჰმადინეჟადმა თქვა ისიც, რომ ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში, ირანი დაბლოკავს ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების განვითარების ნებისმიერ შესაძლებლობას. აქვე, აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ ირანი არ გამოვა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან, როგორც ეს ჩრდილოეთმა კორეამ გააკეთა.
XS
SM
MD
LG