Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვაა


საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის მუშაკები შეუერთდნენ აქციას, რითაც გამოხატავენ პროტესტს საბერძნეთის ხელისუფლების მიერ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის გეგმის გამო. ამ ნაბიჯის გადადგმა საბერძნეთის ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მოუხდა, საერთაშორისო ფინანსური დახმარების სანაცვლოდ. შეჩერებულია ავიარეისები საბერძნეთიდან და საბერძნეთის მიმართულებით. დახურულია ბევრი საჯარო დაწესებულება. პროფკავშირები დღეს ათენის ცენტრში გეგმავენ მასშტაბური დემონსტრაციის გამართვას.
XS
SM
MD
LG