Accessibility links

logo-print

სამაშველო სამსახურის მანქანის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


ბათუმში, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე სამაშველო სამსახურის მანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად სამსახურის უფროსი დაიღუპა.

მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი ბათუმის N1 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თუმცა ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

თვითმხილველთა ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა მთლიანად დაიშალა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
XS
SM
MD
LG