Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა გადაწყვიტა, არ გადააყენოს ვადიმ ბროვცევის მთავრობა


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გადააყენოს მთავრობა, რომლისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხიც დღეს განიხილა. საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევის მთავრობის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის საკითხებსა და, ზოგადად, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის საქმიანობას შეისწავლის. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო პარალმენტის ზოგმა წევრმა ბროვცევის მთავრობა პასიურობაში დაადანაშაულა. კერძოდ, ითქვა, რომ კაბინეტს არ ჩაუბარებია ანგარიში გასული წლის საქმიანობის შესახებ და არ მოუმზადებია ახალი ბიუჯეტი.
XS
SM
MD
LG