Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა პარლამენტთან დემონსტრანტების შესაჩერებლად


საბერძნეთში დემონსტრანტებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის გეგმას, რომელიც, საბერძნეთის მთავრობის მტკიცებით, საჭიროა ქვეყნისთვის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც პარლამენტის შენობასთან პოლიციელების დაცვის გარღვევა სცადეს. დემონსტრაციის ფონია საყოველთაო გაფიცვა მთავრობის მიერ ფულის დასაზოგად შემუშავებულ გეგმასთან დაკავშირებით. გეგმით გათვალისწინებულ ზომებს შორისაა გადასახადების გაზრდა, პენსიების შეკვეცა და ხელფასების გაყინვა. საბერძნეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ხარჯებს შეამცირებს კრედიტების სანაცვლოდ, რომელთაც ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მიიღებს. დახმარების პაკეტი 110 მილიარდ ევროს მოიცავს. პარლამენტმა გერმანიაში, რომელზეც დახმარების უდიდესი წილი მოდის, დღეს დაიწყო შესაბამისი კანონპროექტის განხილვა.
XS
SM
MD
LG