Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პეკინში ჩავიდა


გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ირი პეკინში ჩავიდა, ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან მოსალაპარაკებლად. იაპონიის საინფორმაციო სააგენტო "კიოდოს" ცნობით, კიმ ჩონ ირი მოგვიანებით შეხვდება ჩინელ მასპინძელს. არც ჩრდილეოთ კორეას და არც ჩინეთს დაუდასტურებიათ ცნობა ჩინეთში კიმ ჩონ ირის ვიზიტთან დაკავშირებით, მაგრამ საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რომელსაც, როგორც აბმობენ, ფრენის ეშინია, მატარებლით ორშაბათს ჩავიდა ჩინეთში. საქმე ეხება კიმ ჩონ ირის პირველ ვიზიტს უცხოეთში მას შემდეგ, რაც მან 2008 წელს, სავარაუდოდ, ინსულტი გადაიტანა.
XS
SM
MD
LG