Accessibility links

logo-print

გალში უშედეგოდ დასრულდა მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა


უშედეგოდ დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული რიგით მე-16, ხუთმხრივი შეხვედრა გალში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში. ქართულ მხარეს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა ”რუსების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევის ფაქტები.” საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ვერტმფრენის შემოფრენისა და განმუხურის სანაპირო ზოლთან რუსული სასაზღვრო კატარღის მოახლოვების ფაქტებზე. ”ჩვენ მივაწოდეთ ყველას ამ ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა და შეგვპირდნენ, რომ შემდეგ შეხვედრაზე მივიღებთ რაღაც პასუხს ამასთან დაკავშირებით. ისე, სამწუხაროდ, შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გვაქვს”, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
XS
SM
MD
LG