Accessibility links

logo-print

”ეროვნული ფორუმი” ელჩების ინფორმირებას განაგრძობს


“ეროვნული ფორუმის” ლიდერები კახა შარტავა და ირაკლი მელაშვილი დღეს ბრიტანეთის ელჩს საქართველოში დენის კიფს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ კახა შარტავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩს გააცნეს ინიციატივა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რაც ბიომეტრიული პასპორტების შემოღებასაც გულისხმობს. ინიციატივა ეროვნულმა ფორუმმა უკვე გააცნო ამერიკისა და საფრანგეთის ელჩებს საქართველოში. შარტავას განცხადებით, ინფორმირების პროცესი კვლავაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG