Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" პროტესტი პოლიციის დღესთან დაკავშირებით


“წარმომადგენლობითი სახალხო კრების” საინიციატივო ჯგუფი აპროტესტებს 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს 5 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ხელისუფლებამ გიორგობის დღესასწაულს პოლიციის დღე მიზანმიმართულად დაამთხვია. “ხელისუფლებას სჩვევია რელიგიური და საერო დღესასწაულების საკუთარი მზაკვრული ინტერესებისთვის გამოყენება”, – განაცხადა “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი ქავთარაძემ. მისივე თქმით, შარშან 6 მაისს ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან ხელისუფლება აკრძალული მეთოდებით უმოწყალოდ გაუსწორდა საკუთარ მოქალაქეებს. “წარმომადგენლობითი სახალხო კრება” უერთდება 6 მაისს სააკაძის მოედანზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას.
XS
SM
MD
LG