Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტი დაასრულა


ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მართველობის კონგრესის დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტი დაასრულა. კონგრესის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობისა და საარჩევნო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან დელეგაციის საუბრების დროს ყურადღების ცენტრში იდგა არჩევნების დღისთვის მზადების ტექნიკური ასპექტები, პირველ რიგში, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის საკითხები. დელეგაციამ გერმანიის წარმომადგენელ გიუნტერ კრუგის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ეუთოს დელეგაციასთან, ისევე როგორც საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან. როგორც პრეს-რელიზში ვკითხულობთ, მიმდინარე თვის მიწურულს საქართველოში ჩავა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მართველობის კონგრესის უფრო მრავალრიცხოვანი დელეგაცია 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამეთვალყურეოდ.
XS
SM
MD
LG