Accessibility links

მერაბიშვილი პოლიციის პოლიტიზებას დაუშვებლად მიიჩნევს


პოლიციის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 5 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, არც ერთი მცდელობა, რომ პოლიცია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაებას, არ გაამართლებს. ვანო მერაბიშვილის განმარტებით, 6 მაისს პოლიციის პროფესიულ დღეს ჩატარდება არა კლასიკური, არამედ “რიტუალური პოლიციური აღლუმი”, რომელშიც მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიიღებენ.
XS
SM
MD
LG