Accessibility links

ნაზრანში ინგუშეთის მეამბოხეთა ლიდერი მოკლეს


ნაზრანში ოთხაბათს ინგუშეთის ექსტრემისტების ერთ-ერთი ლიდერი მაგომედ გარდანოვი მოკლეს, საღამოს ჩატარებული სპეცოპერაცის შედეგად. რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მოკლული მემებოხე რიგი ტერაქტებისა და მილიციის თანამშრომლებზე მოხდარი თავდასხმების ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. გარდანოვი მილიცელებმა და სამხედროებმა ქალაქის ერთ-ერთ მეჩეთში მოიმწყვდიეს, ხოლო შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი - მოკლეს. გარდაიცვალა ასევე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ქალიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გარდანოვის თანამზრახველი იყო
XS
SM
MD
LG