Accessibility links

logo-print

მართლმადიდებლები დღეს გიორგობას ზეიმობენ


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დილით აღავლინა. მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან შევიდა.
XS
SM
MD
LG