Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის დღე აღლუმისა და ცემის თანხლებით


პოლიციის აღლუმი
პოლიციის აღლუმი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან პოლიციის აღლუმი დილით დაიწყო. აღლუმს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. აღლუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი მონაწილეობდა - კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, პოლიციის აკადემია, საპატრულო პოლიცია, დაცვის პოლიცია.
საპროტესტო აქცია შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:44 0:00

აღლუმის მიმდინარეობის დროს კახეთის გზატკეცილზე მდებარე სარკინიგზო მაგისტრალზე სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთამენთს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც 10-მდე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა შს სამინისტროს შენობასთან მიახლოება სცადეს.

შეტაკება ოპოზიციის მომხრეებსა და პოლიციელებს შორის
ოპოზიციის აქცია ვარკეთილში დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს მხარდამჭერებს, წასულიყვნენ ეკლესიაში გიორგობის დღის აღსანიშნავად, ხოლო 17.00 საათზე სააკაძის მოედანზე შეიკრიბონ.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის აღლუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა პოლიციელებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა აღლუმის მონაწილეების წინაშე წაიკითხა იმ პოლიციელების სია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაიღუპნენ. პრეზიდენტმა და აღლუმის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბესიკ გულორდავას, რამაზ ქიტიას, იმედა კახნიაშვილის, ვასილ ხაჭაპურიძის, გიორგი ხვიტარიძის, მარატ ნოზაძის, კახა ცოტნიაშვილის, ზურაბ ჯეჯელავას, მამუკა კახნიაშვილის, თეიმურაზ ჭუმბურიძის, ბადრი ჯიოშვილის, გივი აფციაურისა და ლევან ყოჩიშვილის ხსოვნას.

სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული აქციის ორი მონაწილე მე-5 საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც მე-5 საავადმყოფოს ექიმმა გოდერძი გუგუნაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, კახა ბერიშვილი და თენგიზ მაზმიშვილი შესაბამის მკურნალობას საავადმყოფოში გადიან. მისი განცხადებით, თენგიზ მაზმიშვილი არის ასაკოვანი, მისი მდგომარეობა უფრო რთულია. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიყენებული. რაც შეეხება მეორე დაშავებულს კახა ბერიშვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. მას თავის არეში აქვს დაზიანებები, თუმცა ჭრილობა არა აქვს.
XS
SM
MD
LG