Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ევროპაში ტურნეს იწყებს ახალ საფრთხეებთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ევროპაში ჩაფრინდა. ბაიდენი, მისივე განცხადებით, ხედავს ახალ და მომავალ საფრთხეებთან მიმართებით ევროპის უსაფრთხოების გაუმჯობესების საჭიროებას. ბაიდენის ტურნე მოიცავს გამოსვლას ევროპის პარლამენტში, ბრიუსელში, მოლაპარაკებებს ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებთან, აგრეთვე ვიზიტს ესპანეთში. სტატიაში, რომელიც გაზეთ „ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნის“ დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი პარტნიორების გარეშე არ შეცვლის ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურას, მაგრამ ცვლილება, სტატიის ავტორის შეფასებით, აუცილებელია „მნიშვნელოვანი როლის შესანარჩუნებლად დღევანდელ და ხვალინდელ მსოფლიოში“.
XS
SM
MD
LG