Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში პოლიციის აღლუმის დროს სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა


თბილისში, პოლიციის დღის აღსანიშნავი აღლუმის დროს, სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავდნენ პოლიციის პროფესიული დღესასწაულის გიორგობის დღესასწაულისთვის დამთხვევის გამო. აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე და ზვიად ძიძიგური. ვარკეთილში საინფორმაციო მიტინგის გამართვის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები და მომიტინგეები დროებით დაიშალნენ და მოგვიანებით სააკაძის მოედანთან შეიკრიბნენ. პოლიციის აღლუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გაიმართა. მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
XS
SM
MD
LG