Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ოპოზიციის მიტინგი დასრულდა


თბილისში, სააკაძის მოედანზე ოპოზიციის მიტინგი დასრულდა და გზაც გაიხსნა. ოპოზიციის წარმომადგენელ გიორგი ხაინდრავას განცხადებით, მორიგი აქცია 26 მაისს გაიმართება. მანვე მიტინგზე შეკრებილი ხალხის სიმცირე დაასახელა იმის მიზეზად, რომ პოლიციის მთავარი სამმართველოსაკენ მსვლელობა ჩაიშალა. სააკაძის მოედანზე მიტინგი გაიმართა მას შემდეგ, რაც პოლიციის დღევანდელი აღლუმის დროს კახეთის გზატკეცილზე მდებარე სარკინიგზო მაგისტრალზე სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავდნენ პოლიციის პროფესიული დღესასწაულის გიორგობის დღესასწაულისთვის დამთხვევის გამო. აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის: ლევან გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე და ზვიად ძიძიგური. ვარკეთილში საინფორმაციო მიტინგის გამართვის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები და მომიტინგეები დროებით დაიშალნენ და მოგვიანებით სააკაძის მოედანზე შეიკრიბნენ.
XS
SM
MD
LG