Accessibility links

logo-print

სამხრეთ ავღანეთში ნატოს ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს განცხადებით, დღეს მისი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში გზის პირას ბომბის აფეთქების შედეგად. ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ტრაგიკულ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სამხრეთში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს. ნატოს არ მოჰყავს ინფორმაცია დაღუპულების ეროვნების შესახებ. ამჟამად ალიანსი ემზადება სამხედრო ოპერაციისათვის, რომელიც ზაფხულში სამხრეთ ავღანეთში უნდა განახორციელოს.
XS
SM
MD
LG